გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერობის ახალი კანდიდატის ვინაობა ცნობილი ხვალ გახდება

2-09-2019

ხვალ დილით გვექნება შეხვედრა პარტიის ოფისში, სადაც გაჟღერდება გადაწყვეტილება, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

„ბუნებრივია, დღეს ეს არის საკმაოდ აქტუალური თემა, ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. უფრო მეტიც, გიდასტურებთ, რომ არა მხოლოდ მქონდა კონსულტაციები, არამედ დღესაც გვექნება და ხვალ დილით საბოლოო პოზიცია იქნება. ჩვენ ხვალ დილითაც ვიკრიბებით.

ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება საუბარი კონსულტაციის შინაარსზე, აქედან გამომდინარე, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930