გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიზა ბაგრატიონს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კითხავენ

22-02-2018

კომპანია „ბადაგონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლიზა ბაგრატიონი ამ წუთებში ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.
საქმე კომპანია „ბადაგონის“ ირგვლივ მიმდინარე საგამოძიებო პროცესს ეხება. 
ბაგრატიონის განცხადებით, ის მზადაა ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რაც იცის და რაც მის საქმიანობას უკავშირდება. 
„ვერ ვხვდები ჩემ ფუნქციონალურ დატვირთვას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე მზად ვარ, რაც ვიცი და რასაც 10 წლის განმავლობაში ვაკეთებდი ამასთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი გავცე. რა შინაარსისაა და რას ეხება დაკითხვა უცნობია, ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი და გასაოცარია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ესაა შეცდომა და არ უნდა მომხდარიყო“- განაცახდა ბაგრატიონმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 7 თებერვალს შევიდა. თავდაპირველად გამოძიება კი 2017 წლის იანვარში „ბადაგონის“ ამჟამინდელი მფლობელის მიერ წილების სავარაუდო მითვისების საქმეზე დაიწყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031