გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ძიძიგური: ხალხისგან, რომლებიც ოკუპაციას შიშველი უკანალებით ებრძვიან, ოკუპაციაზე საუბარს არ მივიღებთ

3-09-2019

„მე მინდა ჩემს კოლეგებს შევახსენო, რომ წინა ხელისუფლებამ პარლამენტის შენობა ქუთაისში გადაიტანა. გადაიტანა იმიტომ, რომ მაშინ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები იყო და თავი ამას აარიდა.

ჩვენ პირიქით, ქუთაისიდან თბილისში გადმოვიტანეთ, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ საპროტესტო აქციები პარლამენტის გარეთ ან პარლამენტის შიგნით ეს არის კონსტიტუციური მოვლენა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება და მიუხედავად იმისა, რაც ჩვენ დღეს აქ ვნახეთ, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორი არ იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ლეგიტიმურია ყველა მშვიდობიანი მოთხოვნა, პროტესტის ყველა მშვიდობიანი ფორმა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები დააფიქსირებენ, უბრალოდ, კანონის ფარგლებს არ უნდა გადავიდეთ“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

„მე მინდა დღეს ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მამუკა ბახტაძეზე მოგახსენოთ. მადლობა მინდა გადავუხადო კონსერვატიული ფრაქციის სახელით, ვიცი, რომ ბევრი ჩემი კოლეგა ამაში შემომიერთდება, იმ გაწეული სამუშაოსათვის, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ძალიან ღირსეულად განახორციელა ბოლო წლის განმავლობაში, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო“-აღნიშნა ძიძიგურმა. 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის რეგულაციები, რომელიც მან ლომბარდებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით შემოიტანა და ამით გადაარჩინა ბევრი ჩვენი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული მოქალაქე ბევრ პრობლემას.

„განათლების რეფორმის მიმართულებით გადადგმული მისი სერიოზული ნაბიჯი, ვფიქრობ, ძალიან დიდ შვებას მოუტანს განათლებაში მომუშავე ადამიანებს და ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.
ახლა გადავალ ძირითად სათქმელზე, რომლის თქმაც მინდა თქვენთვის. ახლა, აქ, ახალგაზრდა კაცი, ჩემს თავს ზემოთ იდგა და გავრილოვს მეძახდა მე. ბოდიში მომითხოვია, 1993 წელს, შევარდნაძემ სამოქალაქო დაპირისპირების დროს ქვეყანაში შემოიყვანა ბალტინის ფლოტი. ბალტინი თავად, საზღვაო სპეცდანაყოფი და ამ სპეცდანაყოფმა დაბომბა სენაკი. რამდენიმე დღის განმავლობაში ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.შემდეგ ხელისუფლება შეინარჩუნებს სწორედ ამ რუსული სპეცდანიშნულების რაზმებით, ბალტინის რაზმებით და არ ვღებულობ იმ ადამიანებისგან ბალტიის სიების შემოთავაზებას და არც ოკუპაციაზე ლაპარაკს, ვინც ამაში მონაწილეობდა და ტაშს უკრავდა შევარდნაძეს ამისათვის.

1994 წელს, მინდა გაგახსენოთ კოლეგებო, დაგომისის ხელშეკრულება და სოჭის ხელშეკრულება, რომლითაც სოხუმში და ცხინვალში ჩააყენა შევარდნაძემ რუსული ჯარები და მას შემდეგ ქართული იურისდიქცია ამ ჩვენს ტერიტორიებზე არ განხორციელებულა. და ტაშს უკრავდნენ ამაზეც შევარდნაძეს და ხელისუფლებაში ვინც იყვნენ მაშინ, ისინი დღესაც არიან პოლიტიკაში და არ მივიღებ მათგან არავითარ, ასეთი ტიპის ოკუპაციაზე ლაპარაკს.

2008 წელს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა წინა ხელისუფლებამ ოკუპანტ რუსებს. არ მივიღებ მათგან არავითარი ტიპის შენიშვნას და ოკუპაციაზე ლაპარაკს და ბოლოს, ახალგაზრდების ერთი ნაწილი, მათი წარმომადგენლების, რომლებიც ათასგვარი მაქინაციებით თავს იძვრენენ, რომ ჯარში არ წავიდნენ და შემდეგ საოკუპაციო ხაზთან მიდიან და შიშველი უკანალებით ებრძვიან ოკუპაციას, არც მათგან არ მივიღებ ოკუპაციაზელაპარაკს. დიდი ბოდიში მომითხოვია ამისთვის, მაგრამ ეს ასეა.

რაც შეეხება ოკუპაციაზე ლაპარაკს, ეს არის პოზიცია, რომელიც მინდოდა დამეფიქსირებინა.

ბატონ გიორგი გახარიაზე მინდა ასევე ვთქვა. ძალიან ნერვიულობენ ბატონ გიორგი გახარიაზე, რომ თურმე ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი უპირისპირდება. გეტყვით, რომ გაცილებით დიდი ნაწილი მისი მხარდამჭერია და მე ვნახე ჩემი საკუთრი თვალით რეგიონებში მოსახლეობის დამოკიდებულება გახარიას მიმართ, როდესაც ჩვენ გახარიას ვხვდებოდით. ამიტომ, ნუ ინერვიულებენ იმაზე, რომ პრემიერად გახარიას დანიშვნა დააზარალებს „ქართულ ოცნებას“, ზედმეტ ენერგიას ნუ დახარჯავენ ჩვენი ოპონენტები და იმაზე ინერვიულონ, რომ ლაპარაკის მაგივრად მხოლოდ სტვენა შეუძლიათ, ეს რამდენიმე კვირაა, პოლიტიკურ ასპარეზზე“-განაცხადა ძიძიგურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930