გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ჟორჟოლიანი: 20 ივნისი იყო არა გავრილოვის, არამედ პარლამენტის შტურმის ღამე

3-09-2019

„ამ საშემოდგომო სესიაზე ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებზე უნდა ვილაპარაკოთ. ეს ეხება მმართველობის სისტემის ცვლილებას საქართველოში. ჩვენ ვნახავთ, რომ თუ ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ ეს, პროპორციული სისტემა, ეს შეცვლის იმ უპირობო მმართველობის პრაქტიკას, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა და რომელიც რევოლუციური ცვლილებების საშუალებით იცვლებოდა მხოლოდ“-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა გააკეთა.

„ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით ჩვენი კონკრეტული წინადადებები, რომელიც განსხვავდება შემოთავაზებული ვარიანტებიდან და უკვე დავუგზავნეთ უმრავლესობის და უმცირესობის ყველა დეპუტატს. იმედი გვაქვს, რომ სერიოზულად მოეკიდებით, იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ეს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ცვლილებებია, მაგრამ ამაზე მაშინ, როცა ამის განხილვა დაიწყება.

მე ვფიქრობ, რომ დღეს, უმრავლესობის უმთავრესი ამოცანაა პარლამენტში უახლოესი ხანების განმავლობაში უზრუნველყოს პირობები ამ მმართველობის სისტემის ცვლილების შინაარსობრივი განხილვისათვის. ამისათვის აუცილებელია პარლამენტში მსჯელობის ატმოსფეროს შექმნა. ის, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ამისათვის ხელშემწყობი რომ ვერ იქნება და ხელისშემშლელია და მოწოდებულია იქეთ, რომ ეს ცვლილებები არ განხორციელდეს, ამაში მე ეჭვი არ მეპარება“-განაცხადა დეპუტატმა.

მანვე სიტყვით გამოსვლისას მედიას და საზოგადოებას მიმართა:

„მე მინდა ერთი რამ ვთქვა, ჩვენი სახელით, მათ შორის, მივმართო უმრავლესობას, მედიას, ჟურნალისტებს და საზოგადოებას. სიტყვებს აქვთ მნიშვნელობა. ძალიან ბევრი თქვენგანი და ჟურნალისტები გამუდმებით იმეორებენ სიტყვებს, გავრილოვის ღამე! ეს არის მცდელობა იმისა, რომ ეს ტრაგიკული მოვლენები სწორედ იმ რაკურსში იქნას წარმოდგენილი, რომელიც იმ ჯგუფს აწყობდა და რომელიც იმ დღეს ახორციელებდა აბსოლუტურად სხვა რამეს. ის, რაც მოხდა 20 ივნისს, ამას არ ქვია გავრილოვის ღამე, ამას ქვია პარლამენტის შტურმის ღამე. სიტყვებს აქვთ მნიშვნელობა და თ ჩვენ ამას წავუყრუებთ, საზოგადოებაში დამკვიდრდება ეს და ვითომ გავრილოვი არის საქართველოს ისტორიისათვის ან მნიშვნელოვანი ფიგურა, ან ის ამბავი იყო იქ მთავარი. არა, მთავრი იყო პარლამენტის შტურმი და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. მოგიწოდებთ უმრავლესობის წევრებს, მოვუწოდებ ჟურნალისტებს, მოვუწოდებ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია. ჩვენ, ჩვენი პარტიის წევრები, მხარდამჭერები და ა.შ. არასოდეს ამ სიტყვებს, რომელიც პიარის ნაწილია „ნაციონალური მოძრაობისა“ და გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორებისა, ყველა შემთხვევაში ამას შევეწინააღმდეგებით და მოგიწოდებთ, რაც არის რეალობა, რაც არის ფაქტი, ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე“-განაცხადა დეპუტატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930