გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური: ჩემთვის ეს სამინისტრო ძალიან ახლობელია, არ არის უცხო

5-09-2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკვე მოუსმინეს.

მინისტრობის კანდიდატმა დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მან აღნიშნა რომ იგეგმება ყველა დეპარტამენტის რეფორმა, პრიორიტეტად დაასახელა ადამიანების უფლებების დაცვა.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია გაიზარდოს ნდობა შსს-ს მიმართ.

"ჩვენი მიზანია ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, ამავდროულად, მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ ნდობის შემდგომი ამაღლება.

დღევანდელი მდგომარეობით, სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამოქმედდა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, გამკაცრდა პოლიტიკა ოჯახში მოძალადე სამართალდამცავთა მიმართ" - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, აქტიურად გაგრძელდება საგზაო უსაფრთხოების მიმართ ცნობიერების ამაღლების კამპანია - "მეტი სიცოცხლისთვის".

"ჩემთვის ეს სამინისტრო ძალიან ახლობელია, არ არის უცხო. ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა, ბევრი სიახლეა და ამას გავაგრძელებთ აუცილებლად" - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მანა ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება საპატრულო ეკიპაჟების გაზრდაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930