5-09-2019
ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების მთავრობაში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია. მისი ამ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ გირჩის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ კვლავ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ აქვს.
"ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას, იმ დროს არსებული კანონის შესაბამისად, გავლილი აქვს 2-წლიანი კურსი სამხედრო კათედრაზე და პრაქტიკული სწავლება. შესაბამისად, სრულად ჩაეთვალა სამხედრო სამსახური და აქვს სამხედრო ბილეთი", — აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.