გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომაზე: წავედი, უბრალოდ დავისვენე

5-09-2019

წავედი, უბრალოდ დავისვენე, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვას, თუ რა იყო მისი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის საფუძველი, „თუკი მას ამხელა შემართება ჰქონდა და აქვს“.


თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მაშინ გუნდში ასეთი შეთანხმება მოხდა.


„რატომ გადავდექი თავის დროზე? მე ჩემს გამოსვლაში ავხსენი ყველაფერი, რატომ გადავდექი. ამის იქით დამატებით მიზეზებზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია. მე ასე ჩავთვალე იმ დროს საჭიროდ, ასეთი შეთანხმება მოხდა მაშინ კოალიციაში, გუნდის შიგქნით. წავედი, უბრალოდ დავისვენე,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



https://www.interpressnews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031