8-09-2019
„მატყუარა, დამნაშავე ძალას სურდა 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო და ძალადობრივი გზით ჩაეგდო ხელში ძალაუფლება“, - ამის შესახებ პარლამენტარი კარლო კოპალიანი აცხადებს.
მისი თქმით, ბოროტი ცილისმწამებლების და მატყუარების ბრბო, რომელსაც არ გააჩნია ღირსება, პატიოსნება, სიმართლე და თავმოყვარეობა. ყოველდღე ძალადობს ჩვენი მოსახლეობის ფსიქიკაზე.
„ბატონებო, ვინ მოკლა რობაქიძე, გირგვლიანი, გამცემლიძე და კიდევ 150-მდე ახალგაზრდა ვინ ჩაცხრილა ქუჩაში? ვინ მოკლა თეთრაძე? კრიალაშვილი ? მოლაშვილი? და კიდევ სამასამდე პატიმარი? ვინ ამოხადა სული ციხეში? ვინ გაასამართლა სამასი ათასამდე ქართველი, რომელიც შეეწირა უსამართლობას? ვინ აუპატიურებდა, კლავდა და ახრჩობდა ციხეში, ზღავში თუ ტყეში? ვის სინდისზეა 2008 წლის აგვისტოში, სამაჩაბლოში 280 დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქის, დაუცველი ქალებისა და მოხუცების სისხლი? ვინ მოკლა 26 მაისს ადამიანები და ვინ შემოაწყო მაღაზიის თავზე? ვინ ქნა ეს ბატონებო? გახარიამ? ვინ ცრუობს ბატონებო, როცა „კგბ“-ს დერეფნებში დავაჟკაცებული გრიშა ვაშაძე პრო-ევროპელია თითქოს? ვინ ცრუობს, როცა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს ნალის ფასად მიყიდა, ჩვენ კი აგენტებს გვეძახის? ვინ ატყუებს მთელს საქართველოს როცა წლების მანძილზე მოდელირებულ ფაბრიკებს და ქარხნებს ხსნიდნენ? ვინ ატყუებდა ხალხს 2009 წლის პირველ იანვარს სოხუმელებს ცხინვალში შევხვდებითო? ვინ მოატყუა 2008 წელს აგვისტოში მთელი საქართველო ომი მოვიგეთო? ვინ ტაშ-ფანდურობა რუსთაველზე, როდესაც ჩვენი ნაწამები გმირები, დაუმარხავი განისვენებდნენ ცხინვალის ქუჩებში. ვინ კლავდა? ვინ ატყუებდა? ვინ ძარცვავდა საკუთარ ქვეყანაში? „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი? ბოროტი ცილისმწამებლების და მატყუარების ბრბო, რომელსაც არ გააჩნია ღირსება, პატიოსნება, სიმართლე და თავმოყვარეობა. ყოველდღე ძალადობს ჩვენი მოსახლეობის ფსიქიკაზე. ყოველდღიური ტყუილებით შეურაწყოფს ჩვენს ხალხს. უფრო მეტიც ამ მატყუარა, დამნაშავე ძალას სურდა 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო და ძალადობრივი გზით ჩაეგდო ხელში ძალაუფლება. ვერ მივართვით ბატონებო, მაგრამ ახლა არც 2003 წელია და ვერც ივანიშვილის შემცვლელმა გავრილოვმა გაამართლა მათი იმედები. მინისტრ გახარიას პასუხისმგებლობა მაშინ უნდა დამდგარიყო თუ გამოიჩენდა სისუსტეს და დაუშვებდა არეულობას და ვერ დაიცავდა სახელმწიფო ინსტიტუტს. ჩვენგან მიცემული შანსი, მათ უნიათობაში ჩაგვითვალეს და ლამის ქვეყანა ჩამოაქციეს. გეთანხმებით, ბატონო გიორგი ნაციონალური მოძრაობა თავის ნაყარ-ნუყარებით უნდა დავამთავროთ. ეს იმ ხალხის შეკვეთაა, რომელსაც ეს ქოსა ტყუილა, დესტრუქციული ძალა წლების მანძილზე შიში, ტერორში და ტყუილში აცხოვრებდა. გისურვებთ წარმატებებს ახალ მინისტრთა კაბინეტს“ - განაცხადა კარლო კოპალიანმა.