გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო  ბიზნესის კეთების სიმარტივით ლიდერთა ათეულშია

23-02-2018

ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გამართულ კონფერენციაზე, Doing Business ანგარიშის თხუთმეტი წელი: მომავალი გეზის შესაძლებლობები (Fifteen Years of Doing Business: Opportunities for Future Directions) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში გიორგი ციკოლია სიტყვით წარსდგა და  საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივესა და თავისუფალ საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, როგორც კონფერენციაზე აღინიშნა საქართველო გამორჩეულად წარმატებული ქვეყნის მაგალითია, რომელმაც თავისუფალი და მოსახერხებელი ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვან ათეულშია.  Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, რაც  საქართველოს წარმატებული ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის და  მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმების შედეგია.

 

 „რეიტინგის 20 მოწინავე ქვეყნიდან, საქართველომ რომელსაც მეცხრე ადგილია უკავია, ყველაზე მეტი რეფორმა განახორციელა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდა როგორც ლიდერი რეგიონში და ფრაზაბიზნესის კეთების სიმარტივეზუსტად მიესადაგება ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ბიზნეს გარემოს,“ განაცხადა გიორგი ციკოლიამ.

 

საქართველოს წარმატებული მაგალითი სხვა გამომსვლელების მიერ შეფასდა როგორც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის სწრაფი განვითარებისათვის სწორად დაგეგმილი სტრატეგია. კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ მსოფლიო ბანკის უფროსი მენეჯმენტის წარმომადგენლები და სხვადასხვა ეკონომიკური კვლევითი ცენტრის მკვლევარები.

 

 მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიში Doing Business ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეიტინგული კვლევაა, რომელიც მსოფლიო ქვეყნებს ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით სწავლობს და ქვეყნების რეიტინგს ადგენს. Doing Business ანგარიში ყოველწლიურად პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებებისა თუ სპეციალისტების დიდ ყურადღებას იპყრობს. ანგარიშის გამოქვეყნების 15 წლის მანძილზე საერთო რეიტინგი და ცალკეული ქვეყნების სიღრმისეული კვლევა აღნიშნული სფეროს განვითარებისა და რეგულაციების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930