გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორი არასრულწლოვნის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

10-09-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ხულიგნური ქვენა გრძნობით, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ს.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს, ქ.თბილისში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ბ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით არასრულწლოვნებს ლ.თ-ს და ა.გ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად ლ.თ-ს და ა.გ-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ს.ბ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.ბ. დამნაშავედ ცნო 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930