13-09-2019
საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ფ.ი.-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 17 954,53 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 186,14 გრამი) გამოავლინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.