გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა მედლინ მუნს უმასპინძლა

13-09-2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უმასპინძლა.

თავდაცვის მინისტრმა მედლინ მუნს მადლობა გადაუხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის, რაც ასახულია მათ რეზოლუციებსა და რეკომენდაციებში.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მედლინ მუნმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ მაღალ სტანდარტებზე, ქართველი სამხედროების სამაგალითო მონაწილეობაზე სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა, რომ JTEC ნატოს ოჯახის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930