ერთმანეთს "უაზის" და "ფორდ ტრანზიტის" მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად "უაზის" მგზავრი, ხანშიშესული ქალი დაშავდა.
შემთხვევა 14 სექტემბერს, დილით მოხდა. დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მენეჯერის თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.
"სტაბილურად არის, ხანშიშესული ქალია. მოტეხილობა ჯერ არ გამოვლენილა. უტარდება კვლევები და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", -განაცხადა ხათუნა კეკელაშვილმა.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.