15-09-2019
ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივ მედიაში აცხადებენ, რომ დაკავებულები დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან.
მედიის ინფორმაციით, დამნაშავეები ბინებს წინასწარ არჩევდნენ და მცხოვრებლების დასასვენებლად წასვლას ელოდებოდნენ.
ამოღებულია მოპარული ნივთები, მათ შორის ძვირფასეულობა.