გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები მარაგდებოდა ყველით და კარაქით, რომელიც სავალდებულო პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა

23-02-2018

თბილისის მერიის აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მიეცათ მითითება, შპს „ელფის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიმართონ შესაბამის ბანკს და საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გამოითხოვონ.


ამის შესახებ დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE უცვლელად გთავაზობთ:


„საქმე ეხება შპს „ელფსა“ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რომელიც ითვალისწინებდა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფას. როგორც დადგინდა, შპს „ელფი“ ბაღებს აწვდიდა ყველს და კარაქს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულების გამო, კომპანიას არ დაუბრუნდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, რაც ჯამური თანხის 3%-ს შეადგენს და ის მთლიანად ჩაირიცხება საბავშვო ბაგა-ბაღების საბანკო ანგარიშზე. შიდა აუდისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მითითების შესაბამისად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას 27 თებერვლამდე გამოითხოვენ. შპს „ელფი“ მომსახურებას თბილისის 171 ბაგა-ბაღს 2017 წლის 18 სექტემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით უწევდა. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა ჯამში 409 ათას ლარს შეადგენს“-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930