შალვა ნათელაშვილი: ვერა-ვაკეს ვასწავლოთ ვინ არის გოიმი
22-12-2017
“ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შლვა ნათელაშვილი ინტელიგენციას მოუწოდებს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭიროს.
„მივმართავ ჩვენს სახელოვან ინტელიგეციას, მარტო ვერა- ვაკე არ არის ინტელიგენცია და ელიტა. ვერა-ვაკე, ყველა არა, მაგრამ ის მმართველი ფენა, ვინც იქ ბობოქრობს, არის პარაზიტი და მათგან მაგალითს ნუ მიიღებთ. ისინი მთელ საქართველოს უყურებენ როგორც მეორეხარისხოვან არსებებს, როგორც გოიმს და ვასწავლოთ ვინ არის გოიმი. ჩვენ გავაძევოთ ისინი თბილი კაბინეტებიადნ და მოვაცილოთ ჩვენს ლუკმას“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
წყარო: ipress