გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ბატიაშვილი: ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება განათლებაში ნამდვილად უპრეცედენტოა

19-09-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანელ მეცნიერებთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან და ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

როგორც მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, განათლებაში ერთი მილიარდი ევროს ინვესტიცია უპრეცედენტო მოვლენაა, მით უმეტეს იმ მიმდინარე რეფორმების ფონზე, რაც სისტემაში ხორციელდება. მისივე თქმით, როგორც რეგიონისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან უნივერსიტეტში სწორედ იმ სასწავლო პროგრამებით ისწავლიან, რითიც მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

მიხეილ ბატიაშვილი: „ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მართლაც უნიკალური პროექტია, რომლისთვისაც ერთი მილიარდი ევრო დაიხარჯება. უკვე ხედავთ, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება და მომავალი წლის სექტემბერში ჩვენ უკვე მივიღებთ სტუდენტთა პირველ ნაკადს. დღეს ამ უნივერსიტეტის მშენებლობის დასათვალიერებლად გერმანელი სტუმრები იმყოფებიან. თუმცა, მშენებლობის პარალელურად მუშავდება სასწავლო პროგრამა, რომელშიც ჩართულნი არიან მსოფლიოში ერთ ერთი წამყვანი, მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომლები. პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. დაგეგმილია უნივერსიტეტის სამი კორპუსის, საერთო საცხოვრებლის, ბიბლიოთეკისა და სხვა შემეცნებით საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა და უნივერსიტეტი იქნება ულტრათანამედროვე უნიკალური საგანმანთლებლო კერა აღჭურვილი სხვადასხვა ლაბორატორიით. როგორც ხედავთ უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება განათლებაში ნამდვილად, უპრეცედენტოა მით უმეტეს იმ მიმდინარე რეფორმების ფონზე, რასაც ვახორციელებთ. როგორც რეგიონისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, ეს უნიკალური შესაძლებლობაა. ამ უნივერსიტეტში ისწავლიან იმ სასწავლო პროგრამებით, რითიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ ეს ყველაფერი კი ემსახურება ერთადერთ მიზანს საქართველოში ამაღლდეს სწავლის ხარისხი“ - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930