გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის კამერუნის 2 მოქალაქე დააკავეს

22-09-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ზაფხულის 3 თვის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქე, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის 15, აზერბაიჯანის 4, ინდოეთის - 8, სომხეთის - 4, მაროკოს - 5, ირანი - 5, ერაყი - 1, ავღანეთის - 1, ეგვიპტის - 1 მოქალაქე და მოქალაქეობის არ მქონე 8 პირი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930