გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოს ნაკრები უელსთან 29-ქულიანი სხვაობით დამარცხდა

23-09-2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი მატჩი გამართა და უელსთან დამარცხდა.


ანგარიში უელსელებმა მატჩის დაწყებიდან ორ წუთში გახსნეს. ლელო უელსელთა შუამარბმა ჯონათან დევისმა დადო, გარდასახვა კი დენ ბიგარმა ვერ გაიტანა. დარჩენილ დროში უელსელებმა ერთი ჯარიმა, სამი ლელო და ამდენივე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და საკუთარ მონაგარს კიდევ 24 ქულა შესძინეს. ლელოები მე-12, მე-18 და 39-ე წუთზე ჯასტინ ტიპურიკმა, ჯოშ ადამსმა და ლიამ ვილიამსმა გაიტანეს. სამი გარდასახვა კი დენ ბიგარის ანგარიშზეა.


მეორე ტაიმი ბორჯღალოსნებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს და მეტოქის ჩათვლის მოდანზე ბურთის დამიწება ორჯერ მოახერხეს: 43-ე წუთზე ლელო შალვა მამუკაშვილმა გაიტანა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში 29-7 გახდა.




https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30