გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„არასრულწლოვან ბავშვს ხელ-ფეხი ე.წ. სკოტჩით შეუკრეს, მაგიდაზე მიაბეს და სახლიდან დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს“-ყაჩაღობაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

24-09-2019

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებულები ზ.ა. და ი.მ. დამნაშავედ ცნო. 

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 მარტს, ქ. აბაშაში, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ზ.ა. და ი.მ. ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით ყაჩაღურად დაესხნენ თავს მ.ჩ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა მ.ჩ.-ს ოჯახის წევრებს, მათ შორის მის არასრულწლოვან შვილს ხელ-ფეხი წებოვანი ლენტით შეუკრეს და მაგიდაზე მიაბეს, შემდეგ კი სახლიდან დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ზ.ა. და ი.მ. 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით, ადრე ნასამართლევ ზ.ა.-ს 10 წლით, ხოლო ი.მ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930