გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა აშშ-ის საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებთან პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილა

24-09-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს ეცნობიან.

საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციებს და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს.

აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების პირველი პირებისგან შემდგარ დელეგაციას MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი იიც ეფლბაუმი ხელმძღვანელობს, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ხელშესახებ შედეგებს მიაღწიოს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე, რის უზრუნველსაყოფად რეგიონული მნიშვნელობის არაერთი პროექტი ხორციელდება.

შეხვედრისას, განიხილეს ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ახალი პროექტების განხორციელების პერსპექტივა, რომლებიც მიმართული იქნება ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების განვითარებაზე.

„ჩვენ წარმოვადგენთ ინვესტიციისთვის განკუთვნილ მრავალმილიარდიან კაპიტალს და ვართ წარმატებული მეწარმეები. ჩვენი სურვილია ამ ენერგიის შემოტანა საქართველოში. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციასთან საერთო წარმატების მისაღწევად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელმა იიც ეფლბაუმმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930