24-09-2019
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ გიგა ბოკერია მათი პარტიის წევრი აღარ არის.
„ახლა ვუყურე გოცირიძე vs ბოკერია.
აბსოლუტურად გაუგებარია რატომ იყო ბოკერია ასეთი აგრესიული.
მოკლედ, გადაცემის ყურებისას საკუთარ თავს გამოვუტყდი - ძალიან სასიამოვნოა რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული-წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.