გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანის ციხეში პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა

24-09-2019

გლდანის ციხეში პატიმარმა მერაბ ჩხაპელიამ მუცელი გადაიჭრა. ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, პატიმარს კონფლიქტრი ბადრაგთან ჰქონდა და თვითდაზიანება სწორედ ამის გამო მიიყენა.

ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს და დახმარებას სთხოვს.

"ინციდენტის შემდეგ გაყვანილია კამერიდან და კამერიდან თვითონ სხვა პატიმრები დაგვიკავშირდნენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პირადი კონფლიქტი ჰქოდნა ბადრაგთან. ბადრაგი მას ექცეოდა ცინიკურად და უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდა. მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცი. პატიმრებმა მოგვმართეს, რომ არის საგანგაშო მდგომარეობა და გთხოვთ მოახდინეთ რეაგირებაო. სახალხო დამცველს უკვე მივმართეთ, რომ მოხდეს მისი საქმის სასწრაფოდ შესწავლა" - აღნიშნა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

alia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930