24-09-2019
თბილისის მერი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ ეკა ბესელიას განცხადებები საყურადღებოა და შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება უნდა დაიწყონ.
„მგონია, რომ შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ ამ განცხადების შემდეგ და აუცილებლად დაიბარონ ქალბატონი ეკა დაკითხვაზე. მან უნდა მიაწოდოს შესაბამის სამსახურს სრული ინფორმაცია რაც მას გააჩნია“,- განაცხადა კალაძემ.
დღეს ბესელიამ განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის.