24-09-2019
თბილისის ერთ-ერთ უბანში, 20 წლის ქრისტინა ბაბლუანი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
წინასწარი ვერსიით, გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ახლობლებს თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.
როგორც შსს-ში „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.