26-09-2019
ველოდები, უახლოეს პერიოდში შესაძლოა გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით და „ქართული ოცნება“ არ უნდა იყოს ე.წ ბულინგის მსხვერპლი, იმ შიდა პოლიტიკური ძალების, რომლებიც თავის დროზე ოკუპაციის თანაავტორები იყვნენ 2008 წელს,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა
მისივე თქმით, დეოკუპაცია და დეესკალაცია ხორციელდება მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან“.
„მთავარია შედგეს დიალოგი, მთავარია შედგეს კომუნიკაცია. პრობლემა უამრავია, წითელი ხაზებიც გვაქვს, მაგრამ წითელი ხაზები სხვა დაპირისპირებულ ქვეყნებს შორისაც არის, მაგრამ ისინი აგრძელებენ მშვიდობიან მოლაპარაკებას, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ალტერნატივა ომია, ომში ჩვენ არ ვებმებით და ვერც ჩავებმებით, ამიტომ გავაგრძელოთ ეს კონტაქტი, კომუნიკაცია; რა დონეზე იქნება, როგორ იქნება ეს უკვე დიპლომატების და პოლიტიკოსების კრეატიულობასა და არაკონვენციური ნაბიჯების გადადგმაზეა დამოკიდებული, - მათ შორის, რასაკვირველია, უპირველესად, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებითა და ჩართულობით. მე ველოდები რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით და „ქართული ოცნება“ არ უნდა იყოს ე.წ ბულინგის მსხვერპლი, იმ შიდა პოლიტიკური ძალების, რომლებიც თავის დროზე ოკუპაციის თანაავტორები იყვნენ 2008 წელს და ახლა ჰგონიათ, რომ მხოლოდ კივილ-წივილით შეიძლება დეოკუპაციის განხორციელება. დეოკუპაცია და დეესკალაცია ხორციელდება მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან,- განაცხადა გია აბაშიძემ.