27-09-2019
თუ თქვენ აფასებთ იაპონურ ხარისხს, კომფორტსა და ეკონომიას, ასეთ შემთხვევაში Mazda-ს მარკის ავტომობილები სწორედ თქვენთვის არის შექმნილი. შესანიშნავი დინამიკა, დახვეწილი ინტერიერი და იაპონური ხარისხი, ეს ის მახასიათებლებია, რაც Mazda-ს ყველასგან გამოარჩევს.
Mazda-ს დიზაინის საფუძველი ფანტაზია და წარმოსახვაა, რაც ავტომობილს სიცოცხლეს შთაბერავს და მაქსიმალურ კომფორტს ქმნის მძღოლისთვის.
კომპანია 1920 წელს დაარსდა იაპონიაში. ბრენდი თავდაპირველად „Toyo Kogyo Co“-ს სახელით ოპერირებდა ბაზარზე, ხოლო Mazda-ს სახელის ქვეშ ბრენდი ოფიციალურად 1984 წლიდან გაერთიანდა. ბრენდის პირველი სრულყოფილი ავტომობილი 1960 წელს გამოსული Mazda R360 იყო. ბრენდის ისტორია ახალ საფეხურზე ახლა, 2019 წელს გადადის, 23 ოქტომბერს ტოკიოს ავტოშოუზე „მაზდა“ წარმოადგენს თავის პირველ ელექტროავტომობილს.
ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა SkyActive ძრავია, რაც უზრუნველყოფს, რომ ავტომობილი იყოს ერთდროულად ეკონომიური და მძლავრი, იზრუნოს გარემოზე, იყოს თანამედროვე და კომფორტული. SkyActive ძრავი ეკონომიურობას აღწევს საწვავის შემფრქვევი უახლესი სისტემის მეშვეობით, რომელიც ავტომობილს საშულებას აძლევს, მართვის დროს არ დაკარგოს სიმძლავრე და კომფორტი.
ბრენდის ინჟინრების მთავარი ამოცანაა, შექმნან ავტომობილები, რომლებიც მართვისას მაქსიმალური კომფორტით, გამძლეობითა და ეკონომიურობით გამოირჩევიან.
„მაზდა ცენტრი“ თეგეტას შოურუმში წარმოდგენილია როგორც სედანი, ასევე, SUV კლასის ქროსოვერ მოდელები: Mazda 3, Mazda 6, Mazda CX3, Mazda CX5 და Mazda CX9. ქროსოვერ მოდელებში Mazda CX3 მაგალითია, როგორ შეიძლება იყოს მაღალი გამავლობის ავტომობილი ერთდროულად ეკონომიურიც და მძლავრიც, მას 100 კმ-ის დასაფარად მხოლოდ 6.3 ლ საწვავი სჭირდება. ამასთანავე, „მაზდას“ ბრენდის ავტომობილებში მინიმუმამდე არის დაყვანილი გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები და არ აბინძურებს გარემოს.
„მაზდას“ ავტომობილების დათვალიერება და ტესტდრაივის გავლა შეგიძლიათ კომპანიის ოფიციალურ შოურუმში - თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. #142.