გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი მეზურნიშვილი: რევანშისტების საყურადღებოდ - ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა საერთაშორისო პარტნიოების ორგანიზებით გაიმართა

27-09-2019

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შემდგარ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სკეპტიკოსების, ჩასაფრებულებისა და რევანშისტების საყურადღებოდ. ცხადია, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა შეთანხმებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან. მეტიც, ის მათი ორგანიზებით გაიმართა. ეს ნათლად გამოჩნდა ჩვენი დასავლელი მეგობრების გამოხმაურებებშიც, იქნება ეს - აშშ-ს საელჩოს განცხადება, გაეროს გენმდივნის გამოხმაურება, ეუთოს თავმჯდომარის შეფასება. ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ოკუპირებული რეგიონებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხელი შევუწყოთ ვითარების დეესკალაციას და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა. დღესაც და მომავალშიც ვრჩებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“ - წერს ირაკლი მეზურნიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930