30-09-2019
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„სააკაშვილი მალე, ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებისა და ჩავარდნების მემკვიდრე „ევროპული საქართველოა“ და არა სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა“.
29 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, გიგა ბოკერიასთან „ფუნდამენტური განსხვავებები აქვს“.
სააკაშვილის განცხადებით, გიგა ბოკერიამ და „ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან“.