30-09-2019
მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები კომენტარს აკეთებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის თქმით, არცერთი ჩინის ქართველ სამხედროს არ ემუქრება არანაირი სამართლებრივი დევნა.
"რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ თუ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებთ, ამის დასაბუთებაც გაგვაჩნია, რომ ამ შემოჭრას ხელი შეუწყო სააკაშვილმა.
რა უნდა ვთქვა, დურაკია, კასანდრაა, არის ელემენტარულად ცრუპენტელა. შეიძლება გვირაბი გამოთხაროს და ჩამოვიდეს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.