1-10-2019
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებასთან დაკავშირებით 26 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.
პირველ ეტაპზე კონკურსი ცხადდება შემდეგ პოზიციებზე: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) უფროსი, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, ცხელი ხაზის ოპერატორი და საქმისწარმოების სპეციალისტი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
?https://bit.ly/2oN0xeI
?https://bit.ly/2oRAq6v
?https://bit.ly/2nodprt
?https://bit.ly/2oUfc87
?https://bit.ly/2oQLwbP
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან საგამოძიებო ფუნქციას განახორციელებს. სამსახური სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ცალკეულ დანაშაულებს გამოიძიებს.