2-10-2019
ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გვრცელებული ინფორმციით, ყანჩელი ბოლო პერიოდში საავადმყოფოში მკურნალობდა.
გია ყანჩელის შემოქმედებიდან განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“.
ასევე სიმღერები: „ყვითელი ფოთლები“, „ის აქ არის“, „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა“, „საით მიდიხარ“, „ჩიტო გვრიტო“ და სხვები.