2-10-2019
წლის ბოლოს განახლდება ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა - „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს GDRP-ისათვის და იმ არსებითი მხარდაჭერისათვის, რომელსაც ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორისაგან იღებს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით ამ პროგრამების დამსახურებით ქართველი ჯარისკაცების მომზადების დონე 10 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით გაცილებით მაღალია.
„მე ციტირებას მოვახდენ ჩვენი კარისკაცების სიტყვების, რომ მათი მომზადების დონე არის როგორც თეთრი და შავი. 10 წლის წინ სადაც ვიყავით მომზადების დონით, დღეს გაცილებით მაღალ დონეზე ვართ. ეს არის რეალური და ხელშესახები დახმარება, რომელსაც ჩვენ ამერიკელები გვიწევენ. ასევე JTEC - ის ცენტრი, რომელიც კრწანისის ბაზაზე არსებობს და ნატოს წევრი ქვეყნების წარომადგენლები არიან ჩართულები ძალიან წარმატებულად ვმუშაობთ. ჩვენ ავღანეთის მისიაში ვაგრძელებთ მონაწილებას. ჩვენი ამერიკელი ექსპერტების ჯგუფი არის სრულად ჩართული ჩემს მიერ დაანონსებულ რეფორმებში და სრული მხარდაჭერა გვაქვს, როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე თვითონ უწყების მხრიდან“, -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.