გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

2-10-2019

რამდენიმესაათიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

112-ის ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო შერეულ სასაწყობო ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე. ადგილზე მუშაობდა 80-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილზე დარჩება ერთი სახანძრო-სამაშველო მანქანა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით, ტარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930