გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საჭიროა კოორდინირებული მუშაობა, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს სახეზე და აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე

3-10-2019

ერთობლივი მუშაობის შედეგად ბიუჯეტი გამოვიდა საკმაოდ დაბალანსებული, მასში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი პარლამენტს უკვე წარედგინა.
შემდგომში, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის და ეროვნული ბანკის მხრიდან მნიშვნელოვანი იქნება კოორდინირებული მუშაობა, რათა 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და ის აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მოგეხსენებათ რომ ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს 2,7 პროცენტი, რომელიც სრულად შეესაბამება სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას და ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსებულობის კიდევ ერთი ფაქტი. ასეთი კოორდინირებული მუშაობა შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში გამოწვევები ბევრი გვაქვს, მაგალითად - ლარის კურსი, რომელიც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა და ეროვნული ბანკი კოორდინირებულად მუშაობენ, ეს პროცესი მათი მანდატების შესაბამისად გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციების და რაც მთავარია უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ მიცემს საშუალებას ჩვენს მოსახლეობას დავანახოთ, როგორ კოორდინირებულად და ეფექტურად შეგვიძლია მუშაობა. ამ ზომების შედეგად, ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას. ამისთვის საქართველოს მთავრობა უკვე შემდგომი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტორულ შეხვედრებს ბიზნესთან, რათა ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება და მეტი დინამიკის შემოტანა ჩვენს ეკონომიკაში - იყოს აღმოფხვრილი. ეს არის ჩვენი საერთო დავალება უახლოესი პერიოდის შემდგომი კვირისთვის და ყველა ერთად ჩვენი სამინისტროების სექტორების შესაბამისად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930