3-10-2019
„დიახ, ბატონო მამუკა, ჩვენ ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობთ და პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ვმონაწილეობთ“, - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება.
„დიახ, ბატონო მამუკა, ჩვენ 21-ე საუკუნეში მცხოვრები ქალები ვართ, რომლებიც ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობთ და პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ვმონაწილეობთ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თქვენ ეს თუ არა.
თან ქართულ ტრადიციებსა და ევროპულობას იჩემებთ და თან დისკრიმინაციულ განცხადებებსაც არ ერიდებით - ერთი მეორესთან შეუთავსებელია“ - წერს სოფიო ქაცარავა.
დღეს მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა.