4-10-2019
გენერალური პროკურატურა გიორგი გაბუნიას გამოკითხვაზე იბარებს. ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:
"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია".
შეგახსენებთ, პროკურატურაში გამოკითხვაზე ხვალ 11 საათზე დაბარებულია ტელეკომპანია "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.