გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბესელიას ინიციატივით 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას შეასაძლოა სპეციალური ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა გახდეს სავალდებულო

4-10-2019

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტს წარუდგინეს კანონის პროექტი, რომელიც ეხება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულებას.

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.

რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გადაადგილება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

ინიციატორების თქმით, ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. პროექტის მომზადების დროს შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და სამართლებრივი რეგულაციები.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930