გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

5-10-2019

მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,წითელი ხიდი“, ,,გუგუთი“, და ,,სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, აზერბაიჯანის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერების შედეგად, ჯამში 20,097.74 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 199,9 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

სგპ „სარფში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, ჯამში 13,545.84 ლარის ოდენობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930