გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხორავას ქუჩის საქმე თავდაყირა დადგა – ტრაგედიის შესწავლაში ჩართული ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ სოციალურ ქსელში მოზარდების მიმოწერა აღდგა

8-10-2019

ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესწავლაში ჩართული ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ სოციალურ ქსელში მოზარდების მიმოწერა აღდგა.

შესაძლოა, დადუნაშვილისა და სარალიძის მკვლელობის საქმეში სხვა პირებიც გამოვლინდნენ.

FBI-მ ​სოციალურ ქსელში ახალგაზრდების ჯგუფი აღადგინა, სადაც 33 არასრულწლოვანი წევრია. მიმოწერა მომხდარიდან 15 წუთის შემდეგ იწყება.

ირკვევა, რა სთხოვა მიხეილ კალანდიამ თავის დეიდაშვილს და რა მიზნით მივიდნენ ისინი  51-ე სკოლასთან. ამ დოკუმენტზე კალანდიას ადვოკატი  ზურაბ თოდუა საუბრობს.

„მიმოწერის ანალიზიდან ირკვევა, რომ კალანდია ადგილზე დაპირისპირებული მხარეების შერიგების მიზნით მიდიოდა. სხვა დანარჩენი მომხდარზე საუბარს ეხება, სადაც მოზარდები ერთმანეთს საქართველოს კანონმდებლობიდან შესაბამისი მუხლების შინაარსზე ესაუბრებოდნენ. ამ დოკუმენტში იარაღზე საუბარი არაა. “ – განმარტავს ადვოკატი.

FBI-ის აღდგინილ დოკუმენტებს ერთ-ერთი არასრულწლოვნის ძმა ეხმაურება.  ის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას სიცრუეში ადანაშაულებს.

„საპარლამენტო კომისია სიცრუით კვებავდა საზოგადოებას. მმართველ პარტიას ჩემი ძმა საპყრობილეში გამოკეტილი ჰყავს“ – აცხადებს ერთ-ერთი არასრულწლოვანის ძმა.

ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე მიიჩნევს, რომ მიმოწერა საინტერესო დეტალებს შეიცავს, მაგრამ ჯერ არ იცის, მიმოწერის სრული სახე რამდენად სრულყოფილია და რამდენად შენარჩუნებულია.

„ამდენი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, რა ურთიერთობა ჰქონდათ მოზარდებს. მით უფრო რომ ტელეფონები ამოღებული არაა და პროკურატურის მხრიდან შესწავლილი არაა. გამოსაკვლევია მიმოწერის სრული სახე რამდენად სრულყოფილია და რამდენად შენარჩუნებულია“ – განმარტავს  ნესტან ლონდარიძე.

პროკურატურა აცხადებს, რომ დოკუმენტის ანალიზის შემდეგ გახდება დეტალები ცნობილი. თავად ზაზა სარალიძე დოკუმენტებს ხვალ, პროკურატურაში გაეცნობა.

cyc.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930