გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: იმდენი რუსული საქმე, რამდენიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა, ორჯონიკიძის მერე არავის არ გაუკეთებია

10-10-2019

„იმდენი რუსული საქმე, რამდენიც  "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაკეთდა, ორჯონიკიძის მერე არავის არ გაუკეთებია“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ თოქშოუში „SWOT ანალიზი“
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის შედეგებია ის, რომ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20%, დაღუპულია რამდენიმე ასეული ადამიანი, ათობით ათასი კი დევნილია.

„კომუნისტებს 70 წლის განმავლობაშიც კი არ გაუკეთებიათ საქართველოში იმდენი რუსული საქმე, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა. ესენი არიან პოლიტიკური ძალა, რომლებმაც თავისი ნაბიჯების შედეგად მიგვაღებინეს რომ, საქართველოს ტერიტორიების 20% - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი, არის სრულად ოკუპირებული, რამდენიმე ასეული სამხედრო და სამოქალაქო პირი დაუღუპა ამ ომში, 30 000 დევნილი ....ეს არის ზუსტად მათი პოლიტიკის შედეგები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოში რუსული საქმე გააკეთა, რაც 2008 წლის ომით დაგვირგვინდა.

„მათ გააკეთეს რუსული საქმე საქართველოში და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა 2008 წლის ომით, რაც იყო მათი ავატურისტული თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი. მათ მისცეს საბაბი რუსეთს იმ გეგმების განხორციელებისათვის, რაც მათ თავიდანვე ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებაში. ამდენი რუსული საქმე არავის უკეთებია საქართველოში და დღეს ისინი ცდილობენ, რომ მიიწებონ პროდასავლურის იარლიყი და გარდა იმისა, რომ ამდენი რუსული საქმე აკეთეს საქართველოში, ამდენი ანტი დასავლური საქმეც არავის არ უკეთებია საქართველოში მთელი ამ ეპოქის განმავლობაში, ანტი დასავლურში პირველ რიგში იმას, რომ ისინი პირდაპირ უპირისპირდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებიც არის დაკავშირებული დასავლეთთან და ისინი მთლიანად იყვნენ აცდენილი ამ ღირებულებებს, რაც იყო მათი შეგნებული გადაწყვეტილება. ამის შედეგი იყო ის, რომ მასობრივად ილახებოდა ადამიანის უფლებები, დემოკრატია იყო ფეხქვეშ გათელილი და საბოლოო ჯამში, სწორედ მათი პოლიტიკის შედეგად, ჩვენ არათუ ვერ დავუახლოვდით ბოლო წლებში დასავლეთს, პირიქით, დავშორდით, ვიდრე 2012 წელს არ შეიცვლებოდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა დავუპირისპირეთ იმ აბსოლუტურად ირაციონალურ პოლიტიკას, რომელმაც მოგვიტანა ზუსტად ის შედგები, ის რუსული საქმე და ანტიდასავლური საქმე, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ 2012 წლამდე. ამაში არის ერთ-ერთი პრინციპული სხვაობა ნაცმოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, მათ ქონდათ არა პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის მინიმალური შეფასება მათი პოლიტიკის. ამას შეიძლება სხვა სიტყვებითაც დავარქვათ სახელი - ავანტურისტული, მოღალატეობრივი და აშ. მთავარი ხომ შედეგია?! შედეგით იზომება ყველაფერი. მათი პოლიტიკის შედეგი ვიცით რაც იყო, - 20% ის ოკუპაცია, 30 000 დევნილი, ასეულობით დაღუპული ადამიანი, სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. 4 მილიარდ ნახევარი რომ არ მიეღო დახმარების სახით დასავლეთიდან მაშინ საქართველოს, მთლიანად ჩამოიშლებოდა ქართული ეკონომიკა. ეს იყო ნაცმოძრაობის პოლიტიკის შედეგი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930