13-10-2019
თბილისის მერია დედაქალაქის მეტროპოლიტენისთვის დაახლოებით 40 ახალი შემადგენლობის შეძენას აპირებს. ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, ამ თემაზე მოლაპარაკებები ევროპის განვითარების რეკონსტრუქციის ბანკთან მიმდინარეობს, უახლოეს დროში კი ტენდერი გამოცხადდება. ახალი შემადგენლობების მიღების ეტაპობრივი პროცესი 2020 წელს დაიწყება და 2 წელიწადს გასტანს.