გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე - მე დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ტაქსების რეფორმა შედგა

13-10-2019

„ტაქსების რეფორმა იყო ერთ-ერთი ქაოსური მიმართულება. მე დღეს შემიძლია თამამად ვთქვა რომ რეფორმა შედგა - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
მისი თქმით, მთავრობის მიზანია დედაქალაქს სუფთა, უსაფრთხო და კოფორტული ავტომობილები ემსახურებოდეს.
"ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, ეს არის მიმართულება და თემა, რომელსაც ვერავინ ვერ შეეხო. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ტაქსების რეფორმა იყო ერთ-ერთი ქაოსური მიმართულება. მე დღეს შემიძლია თამამად ვთქვა რომ რეფორმა შედგა. პროცესი მიმდინარეობს, ეს არ არის რეფორმის დასაწყისი, ან დასასრული. ეს არის რეფორმის მეორე ფაზა, რომელიც რა თქმა უნდა გრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ის რომ ტაქსი იყოს ქალაქში მოწესრიგებული, იყოს უსაფრთხოება გაზრდილი, იყოს სისუფთავე, ვიზუალური სტანდარტი და რა თქმა უნდა ბაზარი ტაქსის მძღოლებისთვის. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი” - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რეფორმას აქვს გამოწვევები, თუმცა ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ადამიანებს რეფორმა ტვირთად არ დაწოლოდათ.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთი იმისთვის, რომ ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს არ დაწოლოდათ რეფორმა ტვირთად. გავითვალისწინეთ სოციალური მდგომარეობა, შევქმენით ვაუჩერები, როგორც გადაღებვის ისე ქიმწმენდის. თუმცა პირველი დღეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პრობლემები, დაახლოებით ორიათასამდე ტაქსის მძღოლი იყო დარეგისტრირებული ა კატეგორიაში, ვისაც შესაბამისობაში ყავდა მოყვანილი თავისი ავტომობილი, რამაც გამოიწვია გარკვეული პრობლემები მიწოდების ნაწილში, დღეს უკვე გვაქვს განსხვავებული მდგომარეობა დაახლოებით 8500 ტაქსია დარეგისტრირებული და მდგომარეობა არის ბევრად უკეთესი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930