გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რეჟისორი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა

14-10-2019

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში ავადნყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მიხეილ კობახიძის მიერ გადაღებული პირველი სადიპლომო ფილმი იყო „რვანახევარი“, რომელიც საბჭოურმა ცენზურამ ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნია და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურა. 1964 წელს შემოქმედმა გადაიღო სადიპლომო ფილმი „ქორწილი“, რომელმაც ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, „საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი“). 1969 წელს „მუსიკოსების“ გადაღების შემდეგ მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. 2002 წელს საფრანგეთში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გზაზე“.


1996 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა[1]. 2009 წლის 5 აპრილს, კინორეჟისორს 70 წელი შეუსრულდა. ამავე საღამოს პარიზში, კონოთეატრ Action Cristine-ში, მისი ექვსივე ფილმის ჩვენება მოეწყო. გამოჩენილი რეჟისორის ფილმების ჩვენება მოხდა თბილისშიც, 2010 წლის 10 ნოემბერს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30