გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს 9 გზის ჩემპიონი ახალგაზრდა სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

16-10-2019

„უშუს-სანდას“ საქართველოს 9 გზის ჩემპიონი ვალერი პერხტერევი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება. ჩემპიონატი ჩინეთის რესპუბლიკაში, ქ. შანხაიში მიმდინარე წლის 19-24 ოქტომბერს იმართება.

„უშუ-სანდა“ (სანშშოუ) ჩინური საბრძოლო ხელოვნებაა და თავისუფალი სტილით ორთაბრძოლას ნიშნავს. ამ სახეობაში ჭიდაობის, კრივის, ფეხით და ხელით ჩხუბის ილეთებია გაერთიანებული. ორთაბრძოლის ამ სახეობაში ასპარეზობა გამძლეობას, სისწრაფეს, ძალას და ამასთან, გონიერებას მოითხოვს.

საქართველოს სახელით ჩინეთში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატში მხოლოდ ვალერი პერხტერევი ისპარეზებს. ის ჩვენ ქვეყანას 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმოადგენს.
საქართველოს 9 გზის ჩემპიონობის გარდა, ვალერი პერხტერევის ანგარიშზეა:

• 2019 წლის 24 აპრილს უშუს სანდას ევროპის ჩემპიონატზე (რუსეთი, მოსკოვი) მეორე ადგილი;

• 2018 წლის 16 თებერვალი Moscow Wushu Stars (რუსეთი, მოსკოვი) - მეორე ადგილი;

• 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი (რუსეთი, ყაზანი) - მეხუთე ადგილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930