გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიტველ ბავშვებს შობა-ახალი წელი საქართველოდან ჩასულმა თოვლის ბაბუამ მიულოცა

22-12-2017

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ქ. თელავის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მართვე“-სთან და საქართველოდან ჩასულ ქართველ თოვლის ბაბუასთან ერთად ლიტველ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

ანსამბლი „მართვეს“ კონცერტი ქ. ტრაკაის კულტურის სახლში გაიმართა. დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და ქ. ტრაკაის მერმა ედიტა რუდელიენემ. ქალაქის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ხალხური ცეკვების მრავალფეროვნებას. ბავშვებს ქართული საახალწლო ნუგბარით გაუმასპინძლდნენ.

საელჩოს ორგანიზებით, ანსამბლის წევრები ლიტვის რესპუბლიკის სეიმს (პარლამენტს) ეწვივნენ. ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, ფოტოგამოფენა “ ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი" და ეწვივნენ საკონსტიტუციო დარბაზს.

ანსამბლმა კონცერტი გამართა ქ. ვილნიუსის ბალის დვარიონასის სახელობის მუსიკალურ სკოლაში, სადაც ასევე მუსიკალური ნომრით გამოვიდნენ და ქართველ ბავშვებთან ერთად ლიტვური სიმღერები შეასრულეს ლიტვის ბავშვთა ანსამბლ „ბაროკოს“-ს წევრებმა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, სკოლის დირექტორმა ლაიმუტე უჟკურაიტიენემ და ანსამბლი "მართვეს" ხელმძღვანელმა ანზორ სულხანიშვილმა. ანსამბლმა ასევე კონცერტი გამართა ქ. კედაინიაის საკონცერტო დარბაზში.

„მართვეს“ საკონცერტო ტური ლიტვაში ქართული სათვისტომოს ასოციაციის „კახეთი“ და მისი ხელმძღვანელის ლევან სეფაშვილის მხარდაჭერით გაიმართა.ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში და ქ. ტრაკაის მერია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930