26-02-2018
უცხოელ სპეციალისტებს წლის განმავლობაში საშუალოდ ყველაზე მეტს მუმბაიში უხდიან. ინდურ მეგაპოლისში ექსპატების ხელფასი 217 ათას დოლარს აღწევს, - ეს მსოფლიოში უცხოელი სპეციალისტების ხელფასზე ორჯერ მეტია (დაახლოებით 100 ათასი დოლარი). ამაზე მოწმობს HSBC Bank International Ltd-ს მიერ ჩატარებული კვლევა.
მეორე ადგილზე აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკოა, სადაც უცხოელ სპეციალისტს საშუალოდ 207 ათას დოლარს უხდიან, მესამეზე კი შვეიცარიული ციურიხი გავიდა, სადაც ექსპატები წელიწადში 206 ათას დოლარს იღებენ.
ტოპ-ათეულში შევიდნენ შანხაი (ჩინეთი) - 202 ათასი დოლარი, ჟენევა (შვეიცარია) - 185 ათასი დოლარი, ნიუ-იორკი (აშშ) - 182 ათასი დოლარი, ლოს-ანჯელესი (აშშ) - 161 ათასი დოლარი, ჯაკარტა (ინდონეზია) - 152 ათასი დოლარი, ჰონგ-კონგი (ჩინეთი) - 148 ათასი დოლარი და პარიზი (საფრნაგეთში) - 140 ათასი დოლარი.
« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |