გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: პოლიტიკურ თამაშს ჰგავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან, ეს სპეკულაციაა

16-10-2019

"ვფიქრობ, რომ პრობლემას თვალი უნდა გავუსწოროთ. თემები, რომლებიც ანაკლიის პორტის პარალელურად წამოიჭრა საკმაოდ შემაშფოთებელია და მათ სამართლებრივი შინაარსი აქვთ. მთავარ კითხვებზეა პასუხი გასაცემი - არის თუ არა დანაშაული 17 მილიონის საქმეში. თუ ეს დამტკიცდა, პრეტენზია ვეღარ ექნებათ ადამიანებს, რომ შეუძლიათ საერთაშორისო დონეზე გაუძღვნენ პროექტს“, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ,,ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

,,რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და როდესაც ისმის ბრალდება, რომ ხელისუფლებას ამერიკული ბიზნესის გაწევა სურს საქართველოდან, უნდა ითქვას, რომ არავითარი ამერიკული თუ ბრიტანული ფული ეს არ არის, ლაპარაკია ყაზახურ კომპანიაზე. ეს არის და ეს. აქვე ვიტყვი, რომ ყაზახების საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს. მამუკა ხაზარაძის შემოთავაზებებზე და განცხადებებზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საკმაოდ მყარ პოზიციებზე დგას. მათ ყველაზე კარგად იციან რა იყო რეალური წინადადებები კომპანიებისგან და რა იყო ანაკლიის პორტის განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი. ეს სიტყვების თამაში და ბრალდებები, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? , მიუთითებს კონსორციუმის სუსტ პოზიციებზე. გაგახსენებთ, რომ ამერიკის არა თუ ბიზნესი, არამედ სახელმწიფო დაფინანსებით შემოვიდა შავ ზღვაში და მრავალი მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. პოლიტიკურ თამაშს გავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ და ისინი ახლა ხმას არ იღებენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან. ეს არ არის საქმიანი ლაპარაკი. ჩანს, რომ მისი აქტივობების მთავარი განმაპირობებელი არის პოლიტიკური პროცესი. არ მინდა ვინმემ ცუდად გაიგოს, მაგრამ ეს სპეკულაციას ჰგავს“, - აცხადებს გია ვოლსკი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930