გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": პენსიის გაზრდა არასწორია

17-10-2019

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" "2020 წლის ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის შეფასებასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ საარჩევნოდ პენსიების ზრდა სწორი არ არის.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ზოგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროგრამების სათანადოდ შედგენის პრობლემაზე მიუთითებს და ამასთან, მიიჩნევს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში არსებული ეკონომიკური ზრდის 5% -იანი მაჩვენებელი საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია.

"2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5% იქნება, რაც საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია. დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 2.95 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 3%-ია". - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვინაიდან, 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება. ასეთი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად, რამაც საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს. ამასთან, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მის მიერ მიღებული სტრატეგიული დოკუმენტების მოთხოვნები და სახელმწიფო ვალის შემცირებაზე უნდა იფიქროს, ნაცვლად ვალის ზრდისა.

"194 მლნ ლარით იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურების ხარჯი 91 მლნ ლარით იზრდება. მთლიანობაში ადმინისტრაციული ხარჯები 2.9 მლრდ ლარი იქნება. 2020 წლიდან იზრდება სახელმწიფო პენსია (20-50 ლარით), საბავშვო ბაღების თანამშრომლების (100 ლარით), მასწავლებელთა (150 ლარით), პოლიციელების (125 ლარით), ექიმების ნაწილის (100 ლარით) და სხვა თანამშრომლების ხელფასები. ზოგ შემთხვევაში პენსიის და ხელფასის ზრდა 1 ივლისიდან ან 1 სექტემბრიდან არის გათვალისწინებული, რაც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით შეიძლება იყოს მოტივირებული. 2020 წელს საქართველოს მთავრობის ვალი 1 757 მლნ ლარით გაიზრდება, საიდანაც 856 მლნ ლარი საშინაო ვალი, ხოლო 901 მლნ ლარი საგარეო ვალი იქნება", - აღნიშნულია შეფასებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930