17-10-2019
“2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მლნ ლარზე მეტი. მხოლოდ 2018 წელს 1000 პირზე გაიცა 5 მლნ ლარი. კულტურის სფეროში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯული თანხა 600 მლნ ლარზე მეტი. 2018 წელს მხოლოდ კულტურის სფეროში ამგვარ პროექტებზე დახარჯულია 25 მლნ ლარი - სპორტში, 2000 წლიდან ფონდი „ ქართუ“ 200-ზე მეტი დამსახურებული სპორტსმენისათვის ქველმოქმედებას აწარმოებს, ჯამური თანხა - 74 მლნ ლარი. სპორტის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტები - 137 მლნ ლარი. მხოლოდ 2018 წელს გაცემულია 1 907.0 ათასი ლარი. სულ 2018 წელს სპორტის სფეროში გაცემულია 17 მლნ ლარი. ბუნებრივია დაფინანსება გრძელდება ახლაც” – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ამ სტატისტიკით მამუკა მდინარაძემ უმცირესობის წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებას უპასუხა, იმის თაობაზე, რომ „პროექტი„ ქველმოქმედი ივანიშვილი“ დასრულებულია მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ახლა ის ფულს ხარჯავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პირადი ქონების შექმნისთვის და ის დიდი ხანია აღარ ხარჯავს ფულს კულტურის და სპორტის მოღვაწეების დაფინანსებისათვის“.
მდინარაძემ სხდომაზე აბესაძის გაცხადების ციტირება მოახდინა და საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებასა და სხვადასხვა პროექტებისთვის დახარჯულ თანხებზე ვრცლად ისაუბრა.
„პროექტი„ ქველმოქმედი ივანიშვილი“ არის დასრულებული მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. ახლა ის ფულს ხარჯავს მხოლოდ დ მხოლოდ საკუთარი პირადი ქონების შექმნისთვის. ის დიდი ხანია აღარ ხარჯავს ფულს კულტურის და სპორტის მოღვაწეების დაფინანსებისათვის“ - ირაკლი აბესაძე.
2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მლნ ლარზე მეტი. მხოლოდ 2018 წელს 1000 პირზე გაიცა 5 მლნ ლარი. კულტურის სფეროში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯული თანხა 600 მლნ ლარზე მეტი. 2018 წელს მხოლოდ კულტურის სფეროში ამგვარ პროექტებზე დახარჯულია 25 მლნ ლარი. სპორტში, 2000 წლიდან ფონდი „ ქართუ“ 200-ზე მეტი დამსახურებული სპორტსმენისათვის ქველმოქმედებას აწარმოებს, ჯამური თანხა - 74 მლნ ლარი. სპორტის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტები - 137 მლნ ლარი. მხოლოდ 2018 წელს გაცემულია 1 907.0 ათასი ლარი. სულ 2018 წელს სპორტის სფეროში გაცემულია 17 მლნ ლარი. ბუნებრივია დაფინანსება გრძელდება ახლაც” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.